“ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდში ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა, იტყობენიბა ესპანური პრესა.
ბართომეუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელმძღვანელობას სურს მესის კარიერის ბოლომდე გუნდში დარჩენა.
“ჩვენ გვსურს, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს. ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, მესი ჩვენი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში აღიზარდა” – განაცხადა ბართომეუმ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესიმ თავადაც განაცხადა რომ კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს. მან უკვე ბევრჯერ გამოხატა სიყვარული ესპანური კლუბის მიმართ.
