“ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ, რომელიც პერუსთან გამართა (1:1) მცირე კომენტარი გააკეთა.
“ეს იყო ნამდვილი ბრძოლა. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავიღეთ, ამიტომ იგუაინის გოლი ასეთ სიტუაციაში ძალიან ძვირფასი იყო. საერთო ჯამში კი ჩვენ შევძელით მატჩის ფრედ დასრულება, რომელსაც შეგვიძლია არცთუ ცუდი შედეგი დავარქვათ” – ციტირებს მესის სიტყვებს Reuters.
