“ფეინორდის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ტიტო ვილანოვას “ბარსელონაზე” ისაუბრა და შედარება გააკეთა გვარდიოლას გუნდთან.
” მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გვარდიოლას “ბარსელონასა” და ტიტო ვილანოვას “ბარსელონას” შორის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება, თუ როგორ განვითარდება და როგორ ითამაშებს გუნდი მომავალში.
ასევე არ შემიძლია დავეთანხმო იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ “ბარსელონა” მიმდინარე სეზონში ნაკლებად თამაშობს ნათელ ფეხბურთს, ვიდრე ადრე” – ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.
