”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ მზადაა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად საბრძოლველად.
”ყველაფერი, რასაც ბოლო დროს ჩემს შესახებ ამბობენ გადამეტებულია. ზოგიერთმა პრესამ ისიც გამოიგონა, რომ თითქოს ”ბარსელონას” გულშემატკივრები მისტვენდნენ. ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორ ვგრძნობ თავს. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. ჩემი ძალისხმება ტყუილად არ დაიკარგება. ჩემს ძალებში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ”ბარსელონა” 16 წლის ასაკში დავტოვე და დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. როდესაც აქ დავბრუნდი ვაცნობიერებდი, რომ სათამაშო პრაქტიკის მიღებისთვის საუკეთესო ფეხბურთელებთან მომიწევდა კონკურენცის გაწევა. ამან არ შემაშინა. კარიერის დასრულება ”ნოუ კამპზე” მსურს. კატალონიაში დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ეს ყველაფერი კი 1 სეზონისთვის არ გამიკეთებია, კარიერის დასრულება აქ მსურს” – სესკის სიტყვებს ”Catalunya Radio” ციტირებს.
