“ბარსელონას” მცველი დანიელ ალვეში ტრავმის შემდეგ კვლავ განაგრძობს აღდგენით ვარჯიშებს, ალვეშმა შესაძლოა სამხრეთ აფრიკასთან სანაკრებო მატჩი გამოტოვოს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სამშაბათს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშის ჩატარებაც ვერ მოახერხა და გამოტოვება მოუწია, მისი თამაში სამხრეთ აფრიკასთან კითხვის ნიშნის ქვეშაა. იტყობინება Sambafoot.
აქამდე სხვადასხვა წყაროებში იწერებოდა რომ დანიელ ალვეში გუნდს შეუერთდა და ვარჯიშობდა თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ბრაზილიის ნაკრებში ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა “ტოტენჰემის” მცველის სანდროს თამაშიც.
