“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა აღფრთოვანებულია მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელის, კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს თამაშით, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა საოცარი თამაში აჩვენა ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ სუპერთასზე და მეტოქეს დაუვიწყარი ჰეთ-ტრიკი შეუსრულა. გუნდს კი 4:1 მოაგებინა.
“ჩვენთვის უკვე ცნობილია ფალკაოს შესაძლებლობები , მას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება ნამდვილ ბომბარდირს , ზოგიერთმა ევროპულმა გრანდმა იგი ხელიდან გაუშვა , ის არის ფეხბურთელი, რომელიც უნდა გამოვიდეს ძირითად შემადგენლობაში ყოველ მატჩში. ჩვენ რომ შეგვეძინა ის, მაშინ სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა მოგვიწევდა” – განაცხადა ვილანოვამ.


