მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო: “გვინდა, რომ ჩემპიონატის პაუზის წინ ცხრა ქულა გვქონდეს”

ტიტო: “გვინდა, რომ ჩემპიონატის პაუზის წინ ცხრა ქულა გვქონდეს”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ “ვალენსიასთან” მატჩის წინ ხაზი გაუსვა იმას რომ მისმა ფეხბურთელებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი ელით. 

 

“სუპერთასზე განცდილ მარცხზე გუნდმა რეაგირება ნორმალურად მოახდინა , ჩვენ გვესმის რომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება , ჩვენ ურთულესი საშინაო მატჩი გველის “ბარსელონა” შეეცდება ჩემპიონატის პაუზის წინ ცხრა ქულა მოაგროვოს.

 

ვალენსიას შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, მაგრამ ძირითადი გუნდი იგივე რჩება , მეტოქე რა თქმა უნდა საშიშია , ის ოსტატურად იყენებს თავისუფალ ზონებს და ორგანიზებულ შეტევებს სთავაზობს მეტოქეებს. 

 

პუიოლი ვარჯიშობდა მაგრამ უკანასკნელი ვარჯიში არასრულად ჩაატარა , მისი “ვალენსიასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა” – ციტირებს ვილანოვას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში