“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ იმსჯელა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და განაცხადა რომ მოსკოვის “სპარტაკისგან” სიურპრიზებს არ გამორიცხავს.
“ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩატარებული კენჭისყრით – იტყობინება SoccerWay. ჩვენს ჯგუფში თავი მოიყარა სხვადასხვა სტილის გუნდებმა რაც დიდ ინტერესს იწვევს, თითოეული მეტოქე ჩვენთვის იქნება გამოცდა. განსაკუთრებით ავღნიშნავდი “სპარტაკს” რომელიც ანვითარებს რუსულ ფეხბურთს , რაც შეეხება ემერის ის ჩვენთვის უცხო არ არის.”
შეგახსენებთ რომ “ბარსელონა” სახლში “სპარტაკს” 19 სექტემბერს მიიღებს, ხოლო სტუმრად მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება.
