მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა: “ბარსელონას” დავიწყება შეუძლებელია”

კეიტა: “ბარსელონას” დავიწყება შეუძლებელია”

 “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ, რომელიც ამჯერად ჩინურ კლუბ “დალიან აერბინის” ღირსებაც იცავს, მოინახულა კატალონიური კლუბის ბოლო ვარჯიში კლასიკომდე, იტყობინებიან ესპანური სპორტული გამოცემები.

 კეიტა ძალიან თბილად შეხვდა თავის ყოფილ თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს.

 “შეუძლებელია ითამაშო “ბარსელონაში”, შემდეგ კი დაივიწყო ეს კლუბი. ასე რომ უნდა ვაღიარო, ძველი დროის გახსენებით, რაღაც ნოსტალგია მეუფლება. რაც შეეხება ჩემს ადაპტაციას ჩინეთში, სალაპარაკო ენასთან დაკავშირებით ჯერ ვერ დავიკვეხნი თავს. მყავს თარჯიმანები, მაგრამ გამიმართლა კიდეც, რადგან ჩვენი მწვრთნელი ესპანურ ენას კარგად ფლობს.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში