მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დი მატეო არ აპირებს დავიდ ლუისის გაშვებას

დი მატეო არ აპირებს დავიდ ლუისის გაშვებას

 ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა – რობერტო დი მატეომ კომენტარი გაუკეთა მისი გუნდის მცველ დავიდ ლუისის გარშემო გაჩენილ ჭორებს და განაცხადა, რომ არსად აპირებს მის გაშვებას.

 ბოლო დღეებში პრესა გამუდმებით წერდა, რომ “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა” მზად არიან ბრაზილიელ მცველში 30 მილიონი ფუნტის გადასახდელად. მაგრამ დი მატეომ წერტილი დაუსვა ამ “მითქმა-მოთქმებს” და განუმარტა პრესას, რომ არ აპირებს ლუისის გაყიდვას.

 “ის არის ერთ-ერთ მთავარი ფიგურა ჩვენს მიზნებში, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე უნდა ვახორციელოთ. ნორმალურია, რომ მისით ინტერესდებიან ესეთი კლუბები, ის ხომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელია. ამ პოზიციაზე (დაცვაში) გვყავს სამი მოთამაშე, რომლებიც არიან თავიანთი ნაკრების ფეხბურთელებიც. ეს შესანიშნავია. ასეთი ფეხბურთელები სჭირდება ჩვენს კლუბს, ამიტომ ლუისს არ გავყიდი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში