სამედიცინო ტესტებმა დაადასტურა, რომ კაპიტანმა სახის ძვალი გაიტეხა. კარლესი დამატებით ტესტებს დღეს ჩაიტარებს და მისი გამოჯანმრთელების ზუსტი დრო დადგინდება.
”ოსასუნასთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში დაზიანება გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა მიიღო. შეხვედრის ბოლოს, ერთ-ერთ ეპიზოდში მას სახეში ლამაჰის იდაყვი მოხვდა, თუმცა ფეხბურთელი მოედანს მალე დაუბრუნდა და თამაში ბოლომდე ჩაატარა. წინასწარი ვარაუდით პუიოლი 29 აგვისტოს, ესპენეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრას, მადრიდის ”რეალთან” გამოტოვებს. დაწვრილებითი ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი.
