workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:4)

ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:4)

 ჟოან მარტინეს ვილასკესმა, ადამიანმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო “ბარსელონას” მთლიან კანტერაზე, 1997 წლის ივლისში მითხრა, რომ დუბლში პირდაპირ უნდა მოვხვედრილიყავი, “ბარსა C”-ზე “გადახტომით”. რამდენიმე დღე ამაზე ვსაუბრობდი ვილასთან, ჩემს ქმედებას ვხსნიდი იმით, რომ მზად ვიყავი მეორე გუნდში სათამაშოდ და ჩემი ახალი მწვრთნელი იქნებოდა ხოსე მარია გონსალვო. იმ მომენტში ვილამ არ მითხრა არაფერი, მაგრამ შემდეგ მოგვიანებით გავიგე, რომ ის მზად იყო დუბლის მწვრთნელობისთვის, ბოლო მომენტში კი სერრა ფერერმა ის მაინც ჩამოაქვეითა და “ბარსა C”-ში გაგზავნა. ყოველ შემთხვევაში, დუბლში მარტო არ მიმოგზაურია. მეგზურობა ლუის გარსიამ და ანტონიო იდალგომ გამიწიეს.

 სანამ წინასასეზონოს დავიწყებდით, გადავიტანე სურეალიზმის მომენტი. ეხლა შეიძლება ეს კარგიცაა, რომ მოხდა, მაგრამ მაშინ ცოტა ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა. უკვე ვიდექი ავტობუსის კიბეებზე, რომელიც მიდიოდი ვარჯიშზე ანდორაში, როდესაც დამირეკეს კლუბიდან, რომ ვერსად წავიდოდი, სანამ “ბარსასთან” კონტრაქტს არ მოვაწერდი ხელს. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ – ნუნესს არ სურდა განმეორებულიყო “ხერარდის საქმის” ანალოგიური შემთხვევა, რომელიც წავიდა “ვალენსიაში” უფასოდ, მიზეზი კი მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გახდა. ამიტომ ნუნესი ავალდებულებდა ყველა კანტერანოს პროფესიონალურ კონტრაქტზე ხელის მოწერას. ამ გაუგებრობაში, რომელშიც ჩემთან ერთად აღმოჩნდნენ მარიო და ჟოფრე, დაურეკეს მამაჩემსაც, ის კი რამდენიმე წუთში უკვე “კამპ ნოუზე” იმყოფებოდა პრობლემის გადასაჭრელად.

 ის კი მართალია, რომ ვილასკესამ ხერარდის წასვლის შემდეგ აგვიხსნა სიტუაციები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა იქ და იმ მომენტში. ერთადერთი რაც მინდოდა იმ დროს იყო თამაში, ამიტომ გადავდე ყველაფერი და კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ხელი მოვაწერე შეთანხმებას და ოთხი სეზონის მანძილზე ვიქნებოდი “ბარსელონას” საკუთრება, მექნებოდა ხელფასიც – 4 მილიონი პესეტის სახით, ასევე გაფორმდა დანართი სადაც შესაძლო გახანრძლივებაზე ეწერა. ესეთი მოთხოვნა კლუბს ჰქონდა, მაგრამ ვთვლი, რომ შეიძლებოდა ამ საქმის სხვანაირად მოგვარება.

 დაიწყო ვარჯიშები ანდორაში და მალევე შევნიშნე, რომ მთლიანად შევაბიჯე პროფესიონალურ ფეხბურთში. პოსანკო, ჩვენი მწრთნელი ფიზიოთერაპიის საქმეში, გვტვირთავდა ბოლომდე: მძიმე წონები და ვარჯიში ბურთის გარეშე. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიძნელდა ამის ატანა, რადგან მოგეხსენებათ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები არასოდეს ყოფილა კარგი. ვიყავი 17 წლის და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა თანატოლებთან შედარებით დაბალი იყო.

 დუბლში უნდა დამემსხვრია ჩემი მენტალიტეტი. ეს ყველა დამღლელი ვარჯიში იყო კვირის ბოლოს ერთი გასამართი შეხვედრისათვის. ყოველ დღე უნდა დაგემტკიცებინა, რომ შენ ხარ სხვებზე უკეთესი. ჩემს პოზიციაზე იყო დიდი კონკურენცია: მიგელ ანხელი და დე მარსელუსი.

 მიგელ ანხელი, დღემდე ჩემი კარგი მეგობარი, მატარებდა თავისი მანქანაზე, “მინიზე”, ვინაიდან ვცხოვრობდი საბადელეში. მანვე მიწოდე ზედმეტსახელი, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე შემრჩა – “პელოპო”. არ დავიწყებ ამ სიტყვის ისტორიულ-ფილოლოგიურ ახსნებს. “პელოპო” – ეს არის სინონიმი ასეთი მიმართვებისთვის: “ეი შენ” ან “კოლეგავ”. მოკლედ ეს სახელები ჩემი და გაბრის განუყრელი ნაწილი გახდა. ეხლა გასახდელში უფრო მოკლედ მეძახიან: “პელო”.

 ცოტა თემას ავცდით. მოდით დავუბრუნდეთ პერიოდს დუბლში, რომელსაც სულ უფრო ახალი სიურპრიზები მოჰქონდა. აგვისტოს ბოლოს შემატყობინეს, რომ ვან გაალმა შემიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში. ჩემთან ერთად მოხვდნენ სერონი, პუიოლი, კუადრადო, ჟოფრე და რაული. ყველანი 20 წელზე ნაკლების ვიყავით.

 ფეხბურთს სკოლის ახალი მმართველი სერა ფერერი ასევე აფასებდა ჩემს შესაძლებლობებს, რადგან მან შემიყვანა თანვისი გუნდის განაცხადშიც. გუნდში, რომელიც მან “კანტერანოებისაგან” ჩამოაყალიბა. კვირაში ორჯერ, დილის შვიდი საათიდან ვვარჯიშობდით “ოსპიტალეტ ნორდზე” “მინიზე” ფერერას დამხმარის – პეპ ალომარას თაოსნობით. ვარაუდობდნენ, რომ ჩვენ წარმოვადგენდით “კანტერის” ელიტას. უმთავრესი მიზანი კი იყო საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბება. ვიყავით ოცნი, ყველანი “ხუვენილიდან”, “ბარსა C” და “ბარსა B”-დან აყვანილები. ყველაზე პატარა ჩვენს შორის იყო ხარუნა ბაბნგიდა, რომელსაც იმ დროისთვის 15 წელი შეუსრულდა.

 ფერერთან ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. მიუხედავად დიდი მოთხვნილებებისა, ის ჩემს მიმართ სამართლიანი იყო. ამასთან ერთად, მან შეძლო ჩემთვის წლიური პრემიის გამოწერა, მილიონი პესეტი ვარჯიშებისადმი კარგი დამოკიდებილებისათვის.

 ოქტომბერში, შესვენებებზე, ნაკრების თამაშის გამო, ჩვენ ვითამაშეთ პირველი გუნდის დარჩენილ ფეხბურთელებთან. ეხლა ვხვდები, რომ არც ისე კარგია, მაგრამ იმ დროისათვის ფრე 2-2 ჩვენთვის გამარჯვების ტოლფასი იყო.

 ვან გაალი გამუდმებით განაგრძობდა ფილიალის დაკვირვებას. მისი “მინიზე” მოსვლა უკვე მიიღებოდა როგორც ნორმალური მოვლენა, ამასთან ერთად ეს იყო უდიდესი მოტივაცია ჩვენთვის. გუნდმა დაიწყო სეზონი მესამე ჩემპიონატში, “სეგუნდა B”-ში.  შემდეგ კი ნელ-ნელა მოვიკრიბეთ ძალები და დეკემბერში უკვე პირველ ადგილს ვიკავებდით.

 ამ დროს მამაჩემს დაურეკა კარლეს რეშაკმა, რომელმაც შემომთავაზა სამი თვით იაპონიაში გამგზავრება და “იოკოჰამუ მარინოსში” თამაში. გამოვიმუშავებდი სუფთად 21 მილიონ პესეტს. როგორც აღმოჩნდა იაპონიიდან გვაკვირდებოდნენ მე, მარიოს და ფილიპს. სერრა ფერერმა კატეგორიული უარით გაისტუმრა: დუბლს ჰქონდა კარგი მიღწევები ჩემპიონატში, ვან გაალს კი ჩვენზე ძალიან კარგი შეხედულებები.

 მალე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა და მე, მარიოსთან ერთად, გამომიძახეს პირველ გუნდში. განაცხადში მოვხვდით მატჩისა, რომელიც არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო გუნდითვის. ჩემპიონთა ლიგა, კამპ ნოუ, “ნიუკასლი”. “ბარსელონა” უკვე ჯგუფურ ეტაპზე იყო ჩარჩენილი. 1997 წლის 26 ნოემბერი! ეს თარიღი ჩემს მეხსიერებაში ცეცხლს ანთებს. პირველად ცხოვრებაში ვიჯექი პირველი გუნდის სათადარიგოთა სკამზე, 29 ნომრიანი მაისურით. ორი ღამე მიყოლებით გავატარე მარიოსთან სახლში, რადგან ის ცხოვრობდა კამპ ნოუსთან ახლოს და დილით ვარჯიშზე მისვლა მიადვილდებოდა. საბოლოოდ ჩვენ მაინც ვერ ვითამაშეთ. ვან გაალმა პირველი გუნდის ფეხბურთელები შეიყვანა შეცვლაზე, ისინი ვისაც ცოტა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

 დუბლში საქმეები სულ უფრო და უფრო კარგად მიდიოდა. ჩვენ პირველ ადგილს ვინარჩუნებდით, ვიგებდით შეხვედრას შეხვედრაზე და მომავალს ოპტიმიზმით შევყურებდით. იმედი გვქონდა “პლეი-ოფზე” და რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მოყვებოდა კლასის ამაღლება. გონსალვო – მწვრთნელი, რომლის განკარგულებაში იყო დამაჯერებელი მეთოდები კოლექტივის გაერთიანებისა: ყოველ ოთხშაბათს გუნდი ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა.

 ის გამუდმებით, მთხოვდა, რომ გამეგრძელებინა იგივე შემართებით, ვინაიდან ვიყავი თავდაჯერებული და მქონდა გზა პირველი გუნდისაკენ. სინამდვილეში გონსალო წამდაუწუმ ურჩევდა ჩემზე ვან გაალს და არწმუნებდა, რომ მოეცა ჩემთვის შანსი.

 “კანტერაში გვეზრდება ახალი გუარდიოლა”. ეს არის პრეზიდენტ ნუნესის სიტყვები რადიო “კატალონიასთან” ინტერვიუში. ამ სიტყვებმა მიმახვედრეს, რომ საქმე უკეთესობისაკენ მიიწევს. ცოტა ხანში უკვე სახალხო განცხადებას აკეთებს ვან გაალი: “ჩვენ გვყავს შესანიშნავი მოთამაშე, რომლის თამაში ძლიერ წააგავს ამორასა და დე ლა პენის თამაშს.” ეხლა ამას როგორც უბრალო შექებას, ისე მივიღებ, მაშინ კი ამან უდიდესი გავლენა მახდინა ჩემს ფსიქოლოგიაზე.

 სიმართლე გითხრათ ჩვენს კანტერის ფეხბურთელებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ვან გაალი კარგად აკვირდებოდა ყველას, ის იყო ჩვენთვის იმედის მომცემი ადამიანი. იგი გამუდმებით გზავნიდა თავის დამხმარეებს: ფრანს ხოეკას, ვან დერ ლემას და ჟოზე მოურინიოს ჩვენი თამაშის დასაკვირვებლად, რათა გაეკონტროლებინა კანტერანოები.

 ვცდილობდი დუბლში თამაშზე კონცენტრირებას, მაგრამ ეს ძნელი იყო, რადგან ვვარჯიშობდი პირველ გუნდთან, ამასთან ერთად “ბარსა B” “პლეი-ოფში” მოხვდა ძლიერ ჯუფში: “კადისთან”, მადრიდის “რეალთან” და “ლეონესოისთან”. ჩვენ გავედით ბოლოში, “სეგუნდაA”-მდე დარჩენილი იყო ორი მატჩი “რეალთან”.  ისინი ფავორიტებად ითვლებოდნენ, ვინაიდან გვასწრებდნენ 1 ქულით და თუკი “მინიზე” წავაგებდით მაშინ სუფთა მათემატიკური გამოთვლებით შეგვეძლო “სეგუნდა A”-სთვის გამოშვიდობების ხელი დაგვექნია. თამაშზე გულშემატკივრების ცვენა იყო. “მინი” გადაივსო. მსაჯის სასტვენთან ერთად გამიჩნდა ისეთი გრძნობა, რომ “Dream Team”-მა გამოიღვიძა. გვქონდა ფაქტიურად ყველაფერი, ყოველ შეტევას ვამთავრებდით გოლით, რამაც მატჩი ნამდვილ ეიფორიად გადაგვიქცია. დავამატებ, რომ პუიოლი თამაშობდა მოტეხილი ხელით, ისმაელი, გაბრი, მარიო და ჟოფრე გუნდში ბრწყინავდნენ. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 5-0 ჩვენს სასარგებლოდ. გასახდელში მომღიმარები და გახარებულები მივდიოდით. საბოლოოდ მატჩი “ხუთიანით” მოვიგეთ. ამასთან ერთად მახსოვს ნუნიესას ფანატიზმური აპლოდისმენტები საპატიო სტუმრების ადგილებიდან.

 ვან გაალმა ვერ შეძლო ამ მატჩზე დასწრება, მაგრამ 1 კვირის შემდეგ ის მოვიდა ჩვენს საყურებლად “ბერნაბეუზე”. მიუხედავად პირველი გამარჯვებისა შინ, თუკი მოწინააღმდეგე სახლში დაგვამარცხებდა, “რეალი” გაინაღდებდა ადგილს მეორე დივიზიონში. ჩვენ კი ფრეც გვაწყობდა.

 რამდენიმე საათით ადრე “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გამაფრთხილა, რომ ვან გაალი თამაშზე იმყოფებოდა და პირველ რიგში ის დამაკვირდებოდა მე. ჩვენ ჩავატარეთ მორიგი სუპერ-მატჩი: 2-0. ვან გაალმა კი იმდენად გახარებულმა აღნიშნა ჩვენი გოლები VIP-ლოჟაში, რომ მადრიდელების პრეზიდენტი იძულებული გახდა დაეტოვა თავისი ადგილი და წასულიყო იქიდან მატჩის დასრულებამდე.

 დუბლმა სიამაყის კორიდორის გავლით შეძლო “სეგუნდა Aში დაბრუნება!

წიგნი: ხავი: “ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა”
ნაწილი: მეოთხე (“პირველი “ხუთიანი” ხავის კარიერაში”)
თარგმნა: დავით კირვალიძე (Kirvalidze)  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward