“ჩვენ შეგვწევს იმისა ძალა, რომ შემოვატრიალოთ შეხვედრის ბედი. ეს ნიშნავს, იმას, რომ ვართ ძლიერები და ფსიქოლოგიურად მზად ისეთ სტადიონზე მოსაგებად, როგორიც “ელ სადარია”. მომენტები საკმარისად შევქმენით. ყოველთვის რთულია თამაშში გარდატეხის შეტანა მაშინ, როცა აგებ და მეტოქე გამუდმებით ცდილობს რიტმის დაგდებას”.
“სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო. ეს არ არის აპრილი ან მაისი, სადაც ფეხბურთელები უამრავ გადამწყვეტ მატჩში იღებენ მონაწილეობას, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ლიონელ მესის ცუდად არ უთამაშია. ყოველთვის გვსურს, რომ ლეომ 10 ნომრის პოზიციაზეც ითამაშოს და 9 ნომრისაზეც, რადგან გოლების გატანა შეუძლია ნებისმიერ მომენტში”.
“სესკს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. შესნიშნავი პრე-სეზონი ჩაატარა და მას შემდეგ უმჯობესდება. ფაბრეგასი იმიტომ არ დამიყენებია ძირითად თერთმეტეულში, რომ ჩავი დამესვენებინა “რეალთან” მატჩისთვის. უბრალოდ ვარირების უამრავი საშუალებაა და ერთ-ერთს მივმართე, რადგან გუნდში ტალანტების სიმრავლეა. ვფიქრობ, ამ მატჩში უმჯობესი იყო სესკისა და ინიესტას დაყენება, რადგან შესანიშნავად შეუძლიათ წინა ხაზზე თამაში და გოლის გატანა”.
