მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვა: “ვალდესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ტიტო ვილანოვა: “ვალდესი მსოფლიოში საუკეთესოა”

 “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მხარი დაუჭირა თავისი გუნდის მეკარეს – ვიქტორ ვალდესს, რომელმაც შეცდომის ხარჯზე შეამრიცა ელ კლასიკოზე მიღწეული შედეგი.

 “გაკვირვებული ვარ, რადგან ბევრს ეჭვი შეეპარა ვალდესში. კლუბმა სულ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აქედან სამში ვიქტორს დიდი წვლილი მიუძღვის. ის ბოლო წლებში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ვალდესი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში, ხოლო “ბარსელონაში” უკეთესს ვერც ვინატრებთ.  დიდი შეცდომა იქნება მისი კარიერის ამ ეტაპზე ხელი ჩაიქნიო და ერთი უმნიშვნელო შეცდომის გამო ძლიერ დაამცირო იგი” – განაცხადა ვილანოვამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში