არა, ეს ნამდვილად არ ყოფილა უპატიებელი შეცდომა. ის რაც კლასიკოზე ვალდესმა გააკეთა, ნებისმიერ მეკარეს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისეთ მატჩში, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთი “ელ კლასიკოს” უწოდებს.
როდესაც გუშინ თამაში დასრულდა, სიმართლე გითხრათ არ მქონია რაღაც ძლიერ გახარების შეგრძნება. კი მოვიგეთ, დასაფასებელია, მითუმეტეს ეს იყო რეალი. რაც თავი მახსოვს, ყველა კლასიკოს სულ სხვანაირად ვიწყებდით. ჯერ იყო რაიმე ინტრიგა მატჩის წინ, ირონიული განცხადებები, დამცირებები და დაცინვები. შემდეგ კი თამაში. თამაში, რომებიც ბევრს დიდი ხნის მანძილზე ამახსოვრდებოდა. გუშინ კი თავი “ბარსელონას” მორიგ მატჩზე ვიგრძენი. ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველ ტაიმში გოლიც კი არ გასულა. მეტიც რომ გითხრათ, რეალს კარის მიმართულებითაც არ ჰქონდა დარტყმული. მეორე ტაიმში კი ვხედავთ 5 გოლს, მიუხედავად ამისა, თამაში მაინც “ახალგაღვიძებულს” ჰგავს. ალბათ ამ “ახალგაღვიძებამ” იმოქმედა ვალდესზე და დააშვებინა ასეთი შეცდომა. ყველაზე მეტად მეწყინა ხალხის რეაქცია, რომ არაფერი ვთქვა “ჩვენი საყვარელი” ქართველი კომენტატორების სიტყვებზე: “ვალდესს ესეთი შეცდომა ყოველ წელს 1-ხელ მოსდის. შეიძლება კარგიცაა, რომ ამ თამაშში უკვე მოუვიდა. ალბათ დარჩენილ მატჩებში აღარ გააკეთებს ესე”. ირონია… მიკერძოება და ხუმრობა შესანიშნავად გამოსდის GMG-ს რამდენიმე წამყვანს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვალდესი არაა საუკეთესო, მაგრამ არც ის რომელიღაც ბოლო მეკარეა, რომელიც ერთი შეცდომის შემდეგ ესე უნდა გაკიცხოთ. თითქმის ყველამ, “რეალის” ფანებმა, ნეიტრალურმა მაყურებელმა და “ბარსას” ფანებმაც კი (არ ვგულისხმობ ყველას) გააკრიტიკა ვალდესი, ზოგმა დასცინა კიდეც. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი და ვაღიარებ, რომ ჩემი აზრი ვალდესის მიმართ მეც გამოვთქვი. მაგრამ დაფიქრდით, ის ჩვენი მეკარეა და არ შეიძლება ჩვენივე მხრიდან მისივე დაცინვა. ჩვენი აქაური “აზრობანა” ვერ იმოქმედებს, მაგრამ რას დაწერს მსოფლიო პრესა, რას იტყვიან ფეხბურთის წარმომადგენლები და ხალხი, რომლებსაც პირველ რიგში ვალდესთან აქვთ ურთიერთობა. შეიძლება უმეტესობამ მისი გუშინდელი ქმედება უარყოფითად შეაფასოს და ირონიულად დასცინოს კიდევაც. დამიჯერეთ ეს მეკარეზე ძლიერ მოქმედებს, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. რამდენიმე წუთში “Facebook”-ი აჭრელდა ვალდესის სურათებით, სადაც ზოგი მას მატჩის გმირს, ზოგი ინტრიგის შემომნახველს უწოდებდა. ჩემი ნაცნობებიდან ვინც თამაშს არ უყურა, ანგარიშის მაგივრად, ვალდესის ქმედაბაზე მეკითხებოდნენ. მოკლედ ვალდესი ჩვენი მეკარეა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ბოლომდე უნდა დავიცვათ ის. კარგად ითამაშებს თუ ცუდად, “აქაური გარჩევებით” ვერაფერს შევცვლით. ბევრი დამეთანხმება, რომ ჰქონია კარგი “სეივებიც”, რომლებიც იშვიათად თუ ვინმეს ახსოვდეს. ცუდი მომენტების მიმართ კი ზოგიერთს კარგი მახსოვრობა გამოუჩნდება უცებ. მოკლედ მგონი დროა დავივიწყოთ ვალდესის ეს შეცდომა, წინ ხომ ძალიან ძნელი მატჩები გველის, ჯერ 26-ში გასვლითი მატჩი “ოსასუნასთან”, 29 აგვისტოს მადრიდის “რეალთან” გასვლაზე, შემდეგ 2 სექტემბერს მატჩი კამპ ნოუზე “ვალენსიასთან”. კულეებო ამოვიგდოთ ეს შემთხვევა თავიდან, ჩვენ ხომ მოვიგეთ, ამიტომ დროა სხვა მატჩებზე ვიფიქროთ…
