კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ამბობს, რომ შეცდომები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და არ ღირს ვალდესის დადანაშაულება რამეში. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ “კლასიკოში” ვიქტორმა ბურთი დროულად ვერ მოიგერია რის შედეგადაც, დი მარიამ მას აართვა იგი და გოლი გაიტანა. იტყობინება ესპანური პრესა.
“ვფიქრობ, არ ღირს ვიქტორის დადანაშაულება. შეცდომები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ვალდესმა უამრავ შეხვედრაში იხსნა გუნდი ბოლო წლებში და ამ შეცდომაზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. დღევანდელი საღამოს შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორს ბრწყინვალე სეზონი ელოდება წინ”. დაასრულა ანდონი სუბისარეტამ.

