მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილიასი: “ბარსელონაში გამარჯვებისთვის მივდივართ”

კასილიასი: “ბარსელონაში გამარჯვებისთვის მივდივართ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ ლა ლიგის პირველ ტურში გაგორებული ფრის შემდეგ მისი გუნდი ბარსელონაში მხოლოდ გასამარჯვებლად მიდის. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს გაიმართება ესპანეთის სუპერ-თასი, სადაც “ბარსა” უმასპინძლებს “ბლანკოსს”.

 

აქვე გეტყვით, რომ წინა წელსაც ეს ორი ესპანური გიგანტი დაეჯახა ერთმანეთს ამავე ტურნირზე, სადაც გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ, ორი მატჩის ჯამში 5:4.

 

“ახლა მთელი ჩვენი ყურადღება სუპერ-თასზეა. წინა წლის მსგავსად, კიდევ ერთხელ დავუპირისპირდებით “ბარსელონას”. 

 

“ეს იქნება ლამაზი, ამაღელვებელი მატჩი, სადაც ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ცდილობს უამრავი საგოლე მომენტის შექმნას”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში