მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ სიტიმ” შეცდომით კინაღამ მესი შეიძინა

“მანჩესტერ სიტიმ” შეცდომით კინაღამ მესი შეიძინა

 “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარი კუკმა გვიამბო, თუ როგორ გადაწყვიტა მისმა გუნდმა “ბარსელონას” თავდამსხმელ – ლეო მესის შეძენა. რა თქმა უნდა ეს უბრალო შეცდომა იყო.

 “მანჩესტერ სიტისა” და მის მფლობელს შორის, როგორც ყოველთვის, საუბრები მიმდინარეობდა ტელეფონის საშუალებით. სატრანფერო პერიოდი იყო. ერთ-ერთი საუბრისას მფლობელმა გვითხრა ფრაზა: “Getting Messy” (ეს ყველაფერი არაეთიკური ხდება). ვიღაცამ კი ეს სიტყვები გაიგო როგორც: “მესის ხელში ჩაგდება”. 

 რამდენიმე დღეში “ბარსელონაში” გავგზავნეთ ოფიციალური განცხადება მესის ტრანსფერისა. ამასთან ერთად კატალონიელებს არგენტინელში 30 მილიონი ფუნტი შევთავაზეთ. ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ესპანელებმა ეს შეთავაზება უმალვე უარყვეს და უარით გამოგვისტუმრეს”. დაწერა ჰარი კუკმა თავის წიგნში The Manchester City Years.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში