მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა:”არანაირი კლუბური დაპირისპირება ნაკრებში”

ინიესტა:”არანაირი კლუბური დაპირისპირება ნაკრებში”

 ესპანეთის ნაკრების და “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ დაარწმუნა გულშემატკივრები, რომ ნაციონალურ გუნდში კლუბური დაპირისპირება არ არსებობს და არც იქნება არასდროს.

 სამშაბათს გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც ანდრესმა კომენტარი გაუკეთა “ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის” წოდებაზე  მის სამეულში მოხვედრას.

 “რეალისა” და “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის სანაკრებო დაპირისპირება არ არსებობს. ნაციონალურ გუნდში ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ერთი მიზნისთვის. ჩვენს ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

 ძალიან გამიხარდა, რომ “ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის” წოდებაზე ერთ-ერთ ნომინანტად დამასახელეს. მსურს დიდი მადლობა მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. მათი დახმარების გარეშე ვერც კი მოვხვდებოდი საუკეთესოთა შორის” – განაცხადა ნახევარმცველმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში