მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: ”არასწორი ვიყავი, როცა ვილანოვას თვალში თითი ჩავარტყი”

მოურინიო: ”არასწორი ვიყავი, როცა ვილანოვას თვალში თითი ჩავარტყი”

მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გასულ წელს, ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში მომხდარი ინციდენტისას არასწორად მოიქცა.

”ნათელია, რომ ვილანოვასთვის თვალში თითი არ უნდა ჩამერტყა. როგორც არ უნდა იყოს, მაშინ სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. ამ ეპიზოდში არასწორი მე ვიყავი და არა სხვა. ამიტომაც ახლა მუშაობისას ფეხბურთელებთან დიდ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ მათ საკუთარი ემოციები გააკონტროლონ და იყვნენ კონცენტრირებულები მხოლოდ მატჩზე. ჩემსა და ვილანოვას შორის მომხდარი ინციდენტი უკვე დასრულებულია. მომდევნო შეხვედრებში ჩვენ ერთმანეთს კარგად შევხვდით. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება” – განაცხადა მოურინიომ.

ტიტო ვილანოვას და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება ესპანეთის სუპერთასის შეხვდრებსი მოუწევთ, რომლებიც 23 და 30 აგვისტოს გაიმერთება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში