”ბარსელონა” ინტერესს ”არსენალის” ფეხბურთელის, ალექს სონგის მიმართ იჩენს, გვაცნობს sport.es.
ამავე წყაროს ინფორმაციით კატალონიურ კლუბში სონგს სეიდუ კეიტას შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც ჩინურ ”დალიან აერბინში” გადაბარგდა. კამერუნელს ”არსენალთან” კონტრაქტ 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.
პრემიერ-ლიგის გასულ სეზონში ალექს სონგმა 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო.
