– ვალდესი ამბობდა, რომ თავიდან თქვენი ლაპარაკი არ ესმოდა. ლეო კვლავ ერთადერთია, რომელსაც თქვენი ესმის?
– არა, ახლა ყველაფერი უკეთაა. უბრალოდ აქ ძალიან სწრაფად საუბრობენ, მე კი პირიქით – ნელა.
– აღწერე შენი ჩვეულებრივი დღე ბარსელონაში ფეხბურთის გარეშე…
– მიყვარს სახლში, სიმშვიდეში ყოფნა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.
– აქ ისევ მარტოდ ცხოვრობთ?
– არა, ოჯახთან ერთად. სანაპიროსთან ახლოს სახლი გვაქვს.
– ყველაზე მეტად რა იწვევს თქვენში განცვიფრებას ბარსელონაში?
– ზღვა. ყველაზე მეტად ზღვის ყურება მამშვიდებს.
– როგორია ადგილობრივი საჭმელი?
– მე ძალიან მომწონს პაელია.
– რას გრძნობთ, როცა მხტუნავ ”ნოუ კამპს” ხედავთ?
– ეს ძალიან ლამაზია. ასეთ დროს გინდა, რომ თამაში არასდროს დამთავრდეს.
– ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც მესი, ჩავი და ინიესტა არიან, თამაში უფრო ადვილია?
– რა თქმა უნდა. ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან. მათთან თამაში სიამოვნებაა. მათგან ბევრს სწავლობ. მაგალითად, ლეო მუდმივად გავალდებულებს, რომ ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლო, რადგან მას მუდმივად სურს თამაში.
– რა ოცნებები აკავშირებს ”ბარსასთან” ალექსის სანჩესს?
– ყველაფრის მოგება მსურს. ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა.
– ნეიმარზე რას იტყვით?
– მასთან ერთად თამაში მსურს, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია.
