დღეს კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ბარსელონაში ჩაფრინდება და კლუბთან მოქმედ კონტრაქტს შეწყვეტს, რადგანაც მას კარიერის გაგრძელება ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს. თუმცა კატალონიაში ჩაფრენამდე, ანრი საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლას სარკოზის შეხვდება. ბარსელონაში ჩაფრენის მთავარი მიზეზი, სწორედ ისაა, რომ ანრის კლუბთან მოქმედი კონტრაქტის გაუქმება სურს. ანრის კონტრაქტის გაუქმება, დროზე ადრე მოუწევს, რადგანაც საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და ანრიც უსაქმოდ დარჩა. ანრის “ბლაუგრანაში” სათამაშოდ, კიდევ ერთი წელის აქვს კონტრაქტის მიხედვით, თუმცა ორივე მხარე თანახმაა კონტრაქტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ფრანგ ფეხბურთელს ამერიკული “ნიუ იორკ რედ ბულსი” უკვე თვეებია რაც ელოდება. ანრი დღეს გააუქმებს კონტრაქტს და რამდენიმე დღეში, იგი ოფიციალურად აღარ იქნება “ბლაუგრანას” ფეხბურთელი. ანრი როდია, მხოლოდ ერთი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც ამერიკაში გააგრძელებს კარიერას. თავის დროზე ეს მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა გააკეთა. ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანრის გზას შეიძლება “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიო დე ასისმა მიაშუროს. ანრისგან განსხვავებით ბრაზილიელის შეძენა “ლოს ანჯელეს გალაქსის” სურს. ტიერი დანიელ ანრი “ბარსაში” 2007 წელს ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა. მან ლა ლიგაში ჩატარებულ 80 მატჩში 35 გოლი გაიტანა.
წყარო:sport.es



