მწვრთნელმა, რომელსაც სჯერა, რომ გუნდმა ვარჯიშების პირველი კვირა ”ძალიან კარგად” ჩაატარა განაცხადა, რომ ”ჰამბურგთან” მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა.
დანი ალვესის და ჟერარდ დეულოფეუს გოლებმა ”იმტეხ არენაზე” ტიტო ვილანოვას გუნდს პრე-სეზონის პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. ”ბარსას” თავკაცი მიიჩნევს, რომ საზაფხულო შესვენების შემდეგ ეს კარგი ვარჯიში იყო. ტიტო განაცხადა: ”ზოგადად ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, ვაკონტროლებდით ბურთს და ძირითადად მეტოქის ნახევარზე ვიმყოფებოდით. ასევე ძალიან ახლოს მეტოქის კართან ვაწესებდით პრესინგს”.
დამწუხრებულია მუნიესას ტრავმის გამო
ყველაზე ცუდი ფაქტი გუშინ მარკ მუნიესას ტრავმა იყო. ფეხბურთელს შეიძლება მუხლის ჯვარედინი მყესები ჰქონდეს გაწყვეტილი: ”ეს საშინელი სიახლეა. ჩვენ პრე-სეზონის მატჩებში ამის თავიდან არიდება გვსურს. ეს სამწუხაროა, რადგან ის კარგად თამაშობდა და კარგ ფორმაში იყო. ახლა მის გამხნევებას შევეცდებით. ყოველთვის რთულია, როცა ფეხბურთელს ასეთი ტრავმა აქვს”.
ვილანოვა თავს ძალიან კომფორტულად გრძნობა მთავარი მწვრთნელი რანგში: ”გუნდს სათადარიგო სკამიდან მანამდეც ვხელმძვანელობდი, თუმცა ამჯერად ეს განსხვავებული იყო, რადგან პეპი აღარ არის”. მან დაამატა: ”როცა პეპი იყო მთავარი მწვრთნელი, ჩვენ გადაწყვეტილებებს მუდმივად ერთად ვიღებდით. არასდროს მიგვრძნია, რომ მწვრთნელი ასისტენტი ვიყავი, რადგან ყველაფერში ვმონაწილეობდი. ახლა წინ ახალი მეტოქე გველის და კარგად მომზადებას ვგეგმავთ”.


