მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” პუიოლს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

”ბარსელონა” პუიოლს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

”ბარსელონას” ხელმძღვანელები კარლეს პუიოლთან ახალი კონტრაქტის პირობების განხილვას გეგმავენ.

კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა მზადაა კაპიტანთან მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყოს. იგეგმება, რომ კონტრაქტი 1 წლიანი იქნება, თუმცა მის კვლავ 1 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

პუიოლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ”მილანის” ლეგენდის, პაოლო მალდინის მაგალითს მიბაძავს და კარიერას 40 წლამდე არ დაასრულებს. 34 წლის მცველმა მუხლის ტრავმის გამო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი გააცდინა, თუმცა დღეს მან ”ბარსელონას” ბაზაზე ვარჯიში განაახლა.

ამჟამინდელი კონტრაქტი კარლეს პუიოლს ”ბარსელონასთან” 2013 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში