კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავს, გუშინდელ შეხვედრაში ულამაზესი გოლი შეუგდო “ჩიკაგო ფაიერს”. ფრანგმა თავდამსხმელმა უმაღლეს დონეზე შეასრულა ყველაფერი, საჯარიმოს მისადგომთან ჩაწოდებული ბურთი ბრწყინვალედ შეიგდო მკერდით და მარცხენა ფეხით ულამაზესი დარტყმა შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ ეს შეხვედრის 71-ე წუთზე მოხდა და ანრის გოლი გადამწვეტი აღმოჩნდა მატჩში.
[media=http://www.youtube.com/watch?v=vYPgbMhb23A]
