2012 წლის 28 ივლისს, თბილისის დროით ღამის 2 საათზე, “ბარსელონა” მე-2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მაროკოს ქალაქ ტანგიერში, კატალონიელები “რაჯა ატლეტიკს” დაუპირისპირდებიან.
კლუბის პრეზიდენტად მოჰამედ ბუდრიკას დანიშვნის შემდეგ, “რაკა ატლეტიკი” აფრიკულ ფეხბურთში კვლავ გაბატონებისთვის მზადებას შეუდგა. ახალმა პრეზიდენტმა გუნდის მთავარ მწვრთნელად მოჰამედ ფახირი დააბრუნა.
რთული სეზონი
ფახირმა კლუბი 2010-11 წლების სეზონში, მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდს ჩემპიონატი მოგებინა. მის შემცვლელად რუმინელი ილიელ ბალაცი დაინიშნა, რომელიც თანამდებობიდან ორ თვეში გაათავისუფლეს, ხოლო მის ნაცვლად მისულმა ბერტრანდ მარშანდმა გუნდს ჩემპიონობა ვერ მოუტანა. 2011-12 წლების სეზონში, “რაჯამ” ვერც საერთაშორისო ასპარეზზე გაიბრწყინა – აფრიკის ჩემპიონთა ლიგაზე, კასაბლანკური გუნდი “ბარეკუმ ჩელსისთან” 0:5 განადგურდა.
ფახირის მეოთხე ცდა
2012-13 წლების სეზონში გუნდის სათავეში მოსული მოჰამედ ფახირი “რაჯა ატლეტიკის” მწვრთნელად მეოთხედ დაინიშნა. კლუბის ახალ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ “რაჯას” ყოფილი ფეხბურთელი გუნდს ტიტულს მოუტანს.
ახალი სეზონისთვის, “რაჯა ატლეტიკმა” არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის არიან იმაილ კუჩამი, ადილ კაროუჩი და ჩტიბი ჩამსედინე.
მაროკოს საუკეთესო კლუბი
ისტორიულად, “რაჯა ატლეტიკი” მაროკოს საუკეთესო გუნდია. კასაბლანკელებმა აფრიკის ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგეს. მათ აქტივშია მაროკოს 10 ჩემპიონობა და 6 თასი.
“რაჯა ატლეტიკი” პირველი აფრიკული კლუბია, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშა. ამ ტურნირზე, მაროკოს სხვა წარმომადგენელს არასდროს უთამაშია.
