“ბარსელონას” წინასასეზონო მზადებას მცირე ცვლილებაა. კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტიტო ვილანოვას გუნდი, მე-2 ამხანაგურ მატჩს, მაროკოს ნაკრების ნაცვლად, “რაჯა ატლეტიკთან” გამართავს.
28 ივლისს, მაროკოს ქალაქ ტანგიერსში, “ბარსელონა” მაროკოს საუკეთესო ფეხბურთელებს უნდა დაპირისპირებოდა. როგორც გაირკვა, მეტოქე შეიცვალა და კატალონიელებს თამაში “რაჯა ატლეტიკთან” მოუწევთ. შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი უცვლელია – მატჩი 29 ივლისს, ღამის 2 საათზე გაიმართება.
რაჯა ატლეტიკი
“რაჯა ატლეტიკი” მაროკოული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბია. ეროვნული ჩემპიონატი ამ გუნდმა 10-ჯერ მოიგო. უკანასკნელად, “რაჯა” მაროკოში 2010 წელს გაჩემპიონდა. გარდა ამისა, კასაბლანკელებმა 3-ჯერ აფრიკის ჩემპიონთა ლიგაზე და 6-ჯერ ქვეყნის თასზე იმარჯვეს.
