როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის 2012-13 წლების გათამაშებას “ბარსელონა” “სოსიედადთან” გასამართი საშინაო მატჩით დაიწყებს. ამ სტატიაში გაეცნობით ყველა იმ შეხვედრას, რომელშიც ეს გუნდები ლა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ.
ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით ტურში, “ბარსელონა” და “სოსიედადი” ერთმანეთს სულ 12-ჯერ შეხვდნენ. 9-ჯერ “ბარსელონამ” მოიგო, ერთხელ “სოსიედადმა”, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა.
პირველი ასეთი თამაში ლა ლიგის მე-2 გათამაშებაში, 1929-30 წლების სეზონში გაიმართა, როდესაც “ბარსელონამ” მეტოქე საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა. უკანასკნელად, კატალონიელები და სან სებასტიანელები ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს 1997 წელს შეხვდნენ. ის მატჩიც ბარსელონაში გაიმართა და ანალოგიური ანგარიშით დასრულდა – 3:0.
გთავაზობთ, “ბარსელონასა” და “სოსიედადს” შორის ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამართული ყველა თამაშის ანგარიშს.
| სეზონი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი |
| 1929-30 | ბარსელონა | 3:0 | სოსიედადი |
| 1932-33 | სოსიედადი | 2:2 | ბარსელონა |
| 1950-51 | ბარსელონა | 8:2 | სოსიედადი |
| 1953-54 | სოსიედადი | 0:3 | ბარსელონა |
| 1955-56 | სოსიედადი | 1:2 | ბარსელონა |
| 1968-69 | ბარსელონა | 0:0 | სოსიედადი |
| 1971-72 | ბარსელონა | 3:0 | სოსიედადი |
| 1974-75 | სოსიედადი | 3:2 | ბარსელონა |
| 1977-78 | ბარსელონა | 1:0 | სოსიედადი |
| 1991-92 | ბარსელონა | 2:0 | სოსიედადი |
| 1993-94 | ბარსელონა | 3:0 | სოსიედადი |
| 1997-98 | ბარსელონა | 3:0 | სოსიედადი |
სულ, ლა ლიგაში, “ბარსელონა” და “სოსიედადი” ერთმანეთს 130-ჯერ დაუპირისპირდნენ. კატალონიელებმა 72-ჯერ მოიგეს, სან სებასტიანელებმა – 28-ჯერ, ხოლო 30 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 253:129, რა თქმა უნდა, “ბარსას” სასარგებლოდ.
