”ბარსელონას” თავდამსხმელმა, კრისტიან ტელიომ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის დატოვებას არ გეგმავს. ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება არენდის წესით მადრიდის ”ატლეტიკოს” სურდა.
”მე მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს ”ბარსელონასთან” და ვიმედოვნებ, რომ აქ დიდხანს დავრჩები. სხვაგან ვერსად ვიგრძნობ თავს ისე კარგად, როგორც ”ბარსელონაში” ვგრძნობ” – განაცხადა ტელიომ.
”ბარსელონაში” ესპანეთის ნაკრებიც მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას გადასვლის შესახებ კრისტიანმა განაცხადა: ”ეს ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ევრპოის ჩემპიონატზე აჩვენა. მას გაშლილი ხელებით ველოდებით”.
