“ბარსელონა” და ლისაბონის “სპორტინგი” შეთანხმდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელების, ედგარ იეს და აუგუსნიტიუ კას ტრანსფერთან დაკავშირებით. ორივე ფეხბურთელით დიდიხნის განმავლობაში ინტერესდებოდნენ ისეთი კლუბები, როგორიცაა “ინტერი” და “რეალი”, თუმცაღა “ბარსელონამ” ყველაზე მეტად იაქტიურა. პორტუგალიური პრესის თანახმად ახლა მხოლოდ უშუალოდ ფეხბურთელებთან დარჩა პირობები შესათანხმებელი. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის ტრანსფერი მომავალ კვირას ოფიციალურად დადასტურდება.
იე რეაბილიტაციას გადის, მას მარცხენა ფეხის მტევანზე ერთ-ერთი თითის ფალანგა აქვს მოტეხილი. ხოლო კა ამ დროისათვის პორტუგალიის 19 წლამდელთა ნაკრებში იმყოფება.
მოკლედ ფეხბურთელებზე:

სახელი: ედგარ მანუელ იე
დაბადების თარიღი: 1.05.1994
ეროვნება: გვინია-ბისაუ/პორტუგალია
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი/ცენტრალური მცველი
სიმაღლე: 1.76
წონა: 70

სახელი: ეუკლიდეშ აგოსტინიო ოდიკირ კა
დაბადების თარიღი: 24.07.1993
ეროვნება: გვინია-ბისაუ/პორტუგალია
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი/საყრდენი ნახევარმცველი
სიმაღლე: 1.70
წონა: —



