”ბარსას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა ინტერვიუში ნდობა გამოხატა ტიტო ვილანოვასადმი” – იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას შემცვლელი შემდეგი სეზონიდან ტიტო ვილანოვა იქნება. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი გუნდთან.
”პროცესებში დიდი ცვლილებები არ მოხდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პეპის წასვლის შემდეგ გუნდში ახალი ეტაპი იწყება. მე მჯერა ტიტოსი. მან კარგად იცის თავისი საქმე. ხოლო პეპი – ადამიანი, რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ის ძალიან კარგად უხსნის ფეხბურთელს, თუ რა ეველება მას მოედანზე” – დაასრულა ”ბარსას” ფეხბურთელმა, ვიქტორ ვალდესმა.


