”ბარსას” მცველმა, ხორდი ალბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს ოლიმპიადაზე წასვლა” – იუწყება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ალბამ წარმატებით იასპარეზა ”ევრო 2012”-ზე და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. იგი აცხადებს, რომ მზად არის ლონდონში წასასვლელად.
”როდესაც მე ”ვალენსიაში” ვთამაშობდი ამ საკითხზე ოლიმპიური ნაკრების მწრთნელთან, ლუის მილიასთან ვისაუბრე. მას ვუთხარი, რომ ოლიმპიადაზე თამაში მსურს. თუმცა ახლა მე ”ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ და ეს საკითხი გუნდმა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გაარკვიონ” – დაამთავრა ხორდი ალბამ.
