მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ალბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

მარცხენა მცველმა დღეს გასამართ პრეზენტაციამდე და პრეს-კონფერენციამდე ”სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ალბას დღეს დილით ადრე მოუწია ”სიუტატ ესპორტივაზე” მისვლა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. 9 საათზე ის ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გადაუღეს რენტგენი და ჩაუტარდა სისხლის და შარდის ანალიზი. ამის შემდეგ ფეხბურთელი ”სიუტატ ესპორტივას” სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც სხვადასხვა სახის ტესტები ჩაუტარდა. ფეხბურთელს შეუმოწმეს ძვლების სიმკვრივე, კუნთები და გული.

შეგახსნებეთ, რომ 16 საათზე ალბა ”ბარსელონასთან” ხელშეკრულებას გააფორმებს, ხოლო 17 საათზე შედგება მისი პრეზენტაცია ”ნოუ კამპზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში