შეუძლებელია იმ საინტერესო ფაქტის უგულებელყოფა, რომელიც დადებითად აისახება კატალონიურ გრანდზე. მას შემდეგ, რაც ესპანეთმა დიდი სანაკრებო ტურნირები მოიგო, “ბარსელონამაც” არ დააყოვნა და ბრწყინვალე ერა შექმნა, მოიგო რა 19-დან 14 ტიტული.
ტრიპლეტი და დუბლი
“ბარსელონას” მართლა ბრწყინვალე სეზონები ჰქონდა ევრო 2008-ისა და მუნდიალის შემდეგ. ეს დიდი ტურნირები ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოგების საწინდარი იყო. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, “ბარსელონამ” შეასრულა პირველი ტრიპლეტი ისტორიაში, მოიგო რა სამივე შესაძლო ტიტული. ხოლო შემდეგ ეს რიცხვი ექვსამდე გაზარდა. 2010 წლის მუნდიალის შემდეგ კატალონიელებმა კვლავ მოახარხეს ლა ლიგისა და ჩ.ლიგის მოგება, მაგრამ ვერ მოახერხეს ესპანეთის თასს დაუფლებოდნენ.
ტიტულს მოწყურებულები
დიდი სანაკრებო ტუნირების შემდეგ ფეხბურთელების შემართება მართლაც აღმაფრთოვანებელია. ესპანეთის ნაკრებმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორია ზე-მოტივირებული გუნდი, მაგრამ ჯერი “ბარსელონაზეა” საკლუბო სარბიელზე. ამ მისწრაფების საუკეთესო მაგალითები ჩავი და ინიესტა არიან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სიაში იმყოფებიან. ისინი ამოძრავებენ როგორც ესპანეთის ნაკრებს, ისე “ბარსელონას”.
