არგენტინამ მესამე გამარჯვება მოიპოვა ჯგუფურ ეტაპზე. ამჯერად სამხრეთ ამერიკელებმა ბერძნებს 2:0 სძლიეს. მატჩის შემდეგ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მარადონამ არგენტინელები შეაქო და მათ თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა.
“შესანიშნავად ვითამაშეთ, გუნდი ძალიან ორგანიზებული გამოვიდა მოენდაზე. შესაძლოა ბევრ ფეხბურთელს ბოლო მატჩისათვის, რომელიც თითქმის არაფერს წყვეტდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები სულ სხვაგვარად მოიქცნენ, ისინი ნამდვილი თავდადებით თამაშობდნენ, ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი შედგა. მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ ჩვენთვის არასასიამოვნო ფაქტზე, როდესაც მესი ბურთს იღებს ძალიან ხშირად მას უხეშად ეთამაშებიან, რის შედეგადაც ჩვენი 10–იანი ეცემა, მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ მესი სხვისი დახმარებით ეცემა და არა საკუთარი ინიციატივით. ხშირად ასეთი ფეხბურთელები დაუსჯელები რჩებიან. არ მინდა რომელიმე ფეხბურთლმა მუნდიალი დროზე ადრე დაასრულოს, ამიტომაც მსაჯებს ვურჩევ მესის მოწინააღმდეგეს კარგად დააკვირდნენ”.
დასასრულს მარადონამ მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა. “მექსიკა – შესანიშნავი გუნდია, მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მათ ძალიან კარგად ჩაატარეს ჯგუფური ეტაპი, მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ჩემი გუნდის ყოველთვის მჯერავს”.
წყარო: afa.org.ar



