ეს ადამიანი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა, თუმცა ამის გარდა მას ძალიან დიდი გული აქვს.
– რა ღირს ქათამი?
– დაახლოებით 2 ევრო. ქათამი გრილი კი 7-8 ევრო.
– კარგი კალიგრაფია გაქვს?
– დიახ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მისი წაკითხვა შეიძლება.
– მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)
– დიახ.
– რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?
– ვფიქრობ რომ… 51?
– სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?
– ყველა ქალაქში ის არის.
– ინიესტას ღვინო გაგისინჯავთ?
– მას ძალიან ხშირად ვსვამ.
– რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?
– არ ვიცი.
– რომელ გუნდში თამაშობს ლატო?
– არ ვიცი.
– სად მდებარეობს ოსვენციმი?
– პოლონეთში. არ შეიძლება დაგავიწყდეს ასეთი ცუდი ადგილი.
– როდის იწყება სან-ფერმინის ფესტივალი?
– 7 თებერვალს.
– სად გსურთ შვებულების გატარება?
– თუ გეტყვით ეს საიდუმლო აღარ იქნება.
– როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?
– ვფიქრობ, რომ ბილბაოსთან მატჩში.
– რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?
– ალბათ 3 კილოგრამს.
– ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?
– 90-ზე მეტი.
– რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?
– იმაში, რომ გუნდი ვართ.
– რისთვის იყენებთ ”ტვიტერს”?
– რათა ვეკონტაქტო მეგობრებს და იმათ, ვისაც აინტერესებთ ჩემი ცხოვრება. კარგი გამოგონებაა.
