ჯაკარტას (სადაც ის შვებულებას ატარებს) ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გვარდიოლამ თავისი აზრი დააფიქსირა ”ბარსელონას” ახალწვეულზე, ჟორდი ალბაზე.
”ეს კარგი არჩევანია. ალბა შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი ”ბარსელონას” ფორმაში ხილვა მსურს”. ბარსელონადან ათასობით კილომეტრით შორს ყოფნისას პეპმა კლუბს კვლავ დიდი მადლობა გადაუხადა 14 ტიტულის მოგების შანსის მიცემისთვის. ”მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა იქ ვმუშაობდი. ”ბარსაში” დიდებულია არა მხოლოდ სათამაშო სტილი, არამედ ცხოვრების სტილიც. მე შესანიშნავი გუნდი მყავდა. ჩავი, მესი და ინიესტა უზომოდ ნიჭიერები არიან, ისევე როგორც პუიოლი, ვალდესი, ეტო’ო და ანრი”.
პეპი თავდაპირველად ინდონეზიაში ჩაფრინდა. ამ ვიზიტმა გულშემატკივრებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომლებიც პეპს აეროპორტში დახვდნენ და მისგან ავტოგრაფის მიღება სურდათ.
