სევილიის “ბეტისის” ცენტრალური მცველი რამდენიმე დღის წინ ბარსელონას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს ბუნების კანონია.. დღეში დაახოებით 300 ათასი კაცი კვდება მაგრამ იმ 299 999 ადამიანისგან განსხვავებით, შემიძლია მოგიყვეთ მიკი როკეს ისტორიის შესახებ.
მისი კარიერა “ლივერპულში” დაიწყო. მისი ტრანსფერი თავად რაფაელ ბენიტესმა მოითხოვა.. დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ..
ყველაფერი აირია, რამდენიმე განათხოვრებული სეზონი და საბოლოოდ ის “ლივერპულიდან” დაითხოვეს და მიკიც სამშობლოში დაბრუნდა.
2011 წლის 5 მარტი მიკი როკერსთვის ყველაზე ცუდი დღე იყო თავის ცხოვრებაში. მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
რა შუაშია მიკი “ბარსელონასთან”?
კარლეს პუიოლი და ვიქტორ ვალდესი არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მძიმე დროს დაუდგნენ გვერდში მიკის..
ხერარდ პიკე როკეს ჯერ კიდევ “მანჩესტერიდან” იცნობდა. თანამემამულესთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. პუიოლმა სწორედ ხერარდისგან გაიგო ამ ამბის შესახებ.
კარლესმა გადაწყვიტა დახმარებოდა კოეგას და მთელი 1 წლის განმავლობაში ფინანსურად და მორალურად ეხმარებოდა მიკისა და მის ოჯახს.
ვიქტორ ვალდესის ძმა, რიკარდ ვალდესი პროფესიით ექიმია, სწორედ იმ საავადმყოფოში, სადაც მიკი გარდაიცვალა. ვიქტორი პირადად ადევნებდა თვალყურს როკეს პროგრესს.
კარლეს პუიოლის დამსახურებით მიკი “ბარსელონა ბ”-სთან ერთად ვარჯიშობდა, შთააგონებდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს რამდენად ძვირფასია ცხოვრება და თუ როგორ უნდა გამოიყენონ ყოველი წამი..
სწორედ ასეთი ხალხისგან უნდა ისწავლონ მომაკვდავებმა და მოკვდავებმა.. უნდა ისწავლონ ცხოვრების მორალი..

