ამჯერად ”El Pais”-ის ჟურანლისტის შეკითხვებს სესკ ფაბრეგსმა უპასუხა.
– რა ღირს ქათამი?
– ფასი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კვირაობით 8 ევრო ღირს.
– კარგი კალიგრაფია გაქვს?
– მეუბნებიან, რომ ლამაზი.
– მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)
– დიახ, მაგრამ იშვიათად ვჭამ, რათა დიეტა არ დავარღვიო.
– რატომ ვხუჭავთ თვალებს, როცა ვაცემინებთ?
– გვეშინია დავინახოთ ის, ვინც დავსვარეთ.
– რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?
– 51.
– სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?
– სევილიაში?
– რატომ ეხმარება ხელისუფლება ბანკებს და არ ფიქრობს მოსახლეობაზე?
– ვიმედოვნებ, რომ ისინი ქვეყნის ეკონომიკაზე ფიქრობენ, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ხალხზეც იფიქრებენ.
– რამდენი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში ტონი გრანდემ?
– არცერთი.
– რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?
– როცა მოუნდება მაშინ იჭრის.
– ვინ გაუკეთა ცხვირი ბელენ ესტებანს? (ცნობილი ესპანელი წამყვანი)
– არ დავინტერესებულვარ.
– რომელ გუნდში თამაშობს ლატო?
– პოლონეთში.
– სად მდებარეობს ოსვენციმი?
– პოლონეთში.
– თვეში საწყვავში რამდენს ხარჯავთ?
– დაახლოებით 150 ევროს.
– სან-ფერმინის ფესტივალი როდის იწყება?
– პირველი იანვარი, ორი თებერვალი… 7 ივლისი (07.07.- ზოგიერთი ამ თარიღს ასე იმახოსოვრებს)
– სად გსურთ შვებულების გატარება?
– არენიესში ან ლონდონში.
– რომელი გუნდიდანაა მწერალი იგნასიო მარტინეს და პრისონი?
– ალბათ ”რეალიდან”?
– ვინ არის ბელაუსტე?
– სავარაუდოდ ფეხბურთელი.
– როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?
– ირაოლას შეეჯახა.
– რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?
– იკეეეეეეეერ! ის ამბობდა, რომ 2.8 კილოგრამი დაიბადა.
– ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?
– 96.
– რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?
– გაერთიანების შეძლებაში.
– სად შეიძლება დავლიო?
– არენიესში.
– რატომ აფურთხებენ ხშირად ფეხბუთელები მატჩის დროს?
– მე არც ისე ხშირად ვიფურთხები.
– რისთვის იყენებთ ”ტვიტერს”?
– რათა გამოხატო ის, რასაც ფიქრობ.
