”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრებიც ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ბლივ-ინტერვიუს შეკითხვებს უპასუხა, რომელსაც მას ”El Pais”-ის ჟურნალისტი ეკითხებოდა. კითხვების თემებმა ხერარდიც კი შეაწუხა.
– რა ღირს ქათამი?
– არ ვიცი. 3 ევრო. არის უფრო იაფიც, მაგრამ საშუალოდ კილო 5 ევრო ღირს.
– კარგი კალიგრაფია გაქვს?
– დიახ, ძალიან კარგი.
– მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)
– რა თქმა უნდა.
– რატომ ვხუჭავთ თვალებს, როცა ვაცემინებთ?
– ინერციით.
– რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?
– 50 თუ… 51?
– სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?
– არ ვიცი.
– ინიესტას ღვინო გაგისინჯავთ?
– დიახ, ის ძალიან კარგია.
– რატომ ეხმარება ხელისუფლება ბანკებს და არ ფიქრობს მოსახლეობაზე?
– ეს მათი გადაწყვეტილებაა. მხოლოდ მათ იციან ამ კითხვაზე პასუხი.
– რამდენი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში ტონი გრანდემ?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?
– არ ვიცი, არასდროს მინახავს ეს.
– ვინ გაუკეთა ცხვირი ბელენ ესტებანს? (ცნობილი ესპანელი წამყვანი)
– იმან, ვინც ოპერაცია ჩაუტარა.
– რომელ გუნდში თამაშობს ლატო?
– არ ვიცი, პოლონეთის ნაკრებში?
– სად მდებარეობს ოსვენციმი?
– პოლონეთში.
– როდის იწყება სან-ფერმინის ფესტივალი?
– 7 ივლისს.
– სად გსურთ შვებულების გატარება?
– თუკი ამას გეტყვით, მაშინ არაფერი გამოვა.
– რომელი გუნდიდანაა მწერალი იგნასიო მარტინეს და პრისონი?
– ”სარაგოსადან”.
– ვინ არის ბელაუსტე?
– ბასკი ფეხბურთელი.
– როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?
– შეხვედრის დროს.
– ვინ არის ფლანკერი?
– მემგონი ის ამერიკული ფეხბურთიდანაა. ააა, ეს რაგბიდანაა!
– რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?
– 4 კილოგრამს.
– ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?
– 96?
– რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?
– ჩვენ არ გვაქვს საიდუმლო.
– სად შეიძლება ლუდის დალევა?
– უმჯობესია, თუ არ დალევთ.
– რატომ აფურთხებენ ხშირად ფეხბუთელები მატჩის დროს?
– არ ვიცი. მე არ ვაფურთხებ.
– ვინ მოკლა ჯარისკაცმა პილეცკიმ?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– რისთვის იყენებთ ”ტვიტერს”?
– გულშემატკივრებთან ურთიერთობისთვის.
– რატომ გქონდათ შელაპარაკება ინიაკი გაბილონდოსთან? (ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი)
– რა? არ ყოფილი არავითარი შელაპარაკება. თქვენ რაზე საუბრობთ?
