ეპსანეთის ნაკრებისა და ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა 1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრების დამარცხების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
”ჩვენ ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავედით. ეს საამაყო და სასიხარულოა ესპანეთის მოსახლეობისთვის. გუნდი კმაყოფილია იმით, თუ როგორ ვითამაშეთ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს ძალიან სერიოზული მეტოქე იყო. ჩვენ იმედი გვაქვს და ძალიან გვსურს ფინალში გასვლა. ახლა წინ პორტუგალიის ნაკრებთან გველის მატჩი. მე არ მსურს ამ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
