მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: “ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით”

დელ ბოსკე: “ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ პრესკონფერენცია გამართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 2:0. 61 წლის სპეციალისტის თქმით, მისი შეგირდები ყველაფერს აკონტროლებდნენ და სწორედ კარგი თამაშის დამსახურება იყო, რომ იკერ კასილიასს ბევრი საქმე არ ჰქონია.

 

“ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით მატჩის მიმდინარეობას დასაწყისიდან დასასრულამდე და სწორედ ამიტომ იკერს პრაქტიკულად თითქმის არ უწევდა სეივების გაკეთება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი თამაშისთვის როგორც საჭიროა ისე მოვემზადოთ.”

 

“ალონსომ იცის რა უნდა გააკეთოს გუნდის დასახმარებლად. იგი ჩვენი შემტევი ხაზის ერთ–ერთი მთავარი წევრია და ზედმიწევნით კარგად შეუძლია როგორც მომენტის შექმნა, ისევე მისი დასრულება. რაც შეეხება უშუალოდ შედეგს, არ მგონია ეს არასამართლიანი იყოს, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის სერიოზული შანსი არც კი ჰქონია.” –დაასრულა დელ ბოსკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში