მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ ”რეალში” გადასვლაზე”

მესი: ”არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ ”რეალში” გადასვლაზე”

არგენტინის ნაკრების და ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ განაცხადა, რომ ყოველთვის ერთგული იქნება ამჟამინდელი კლუბის და კარიერის სხვაგან გაგრძელებაზე არც კი ფიქრობს.

ეს კი პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი არასდროს ითამაშებს მადრიდის ”რეალში”.

”მე არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ ”რეალში” გადასვლაზე. ”ბარსელონა” ჩემი სახლია და სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე ამ კლუბში დავრჩე” – განაცხადა მესიმ, რომელმაც დაამატა, რომ კმაყოფილია ტიტო ვილანოვას მთავარ მწვრთნელად დანიშვნით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში