“ბარსელონა” 73:69 “რეალი”

“ბარსელონა” 73:69 “რეალი”

“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი ენდესა ლიგის გამარჯვებულია. კატალონიელებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და მათთვის სასურველი ანგარიში დააფიქსირეს ტაბლოზე. შეგახსენებთ, რომ საფინალო სერიაში ანგარიში თანაბარი გახლდათ, რისთვისაც მეხუთე შეხვედრის დამატება გახდა აუცილებელი. ბოლო თამაში გაიმართა კატალონიელთა საშინაო არენაზე და ტაბლოზე 73:69 დაფიქსირდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

 

ასე რომ, საკალათბურთო კლასიკო “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა. კატალონიელებმა ზედიზედ სამი მეოთხედი მოიგეს, ხოლო მეოთხეში მადრიდელებმა მოახერხეს მეტი ქულის დაგროვება. ჩვენდა საბედნიეროდ და მადრიდელთა სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა “თეთრების” გასაჩემპიონებლად. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი