მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”წინ ტიტო! ერთად ყველაფერი გამოგვივა”

როსელი: ”წინ ტიტო! ერთად ყველაფერი გამოგვივა”

პრეს-კონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ტიტო ვილანოვას ენთუზიაზმი და გუნდთან ერთად მუშაობის სწრაფად დაწყების სურვილი აღნიშნა.

”როცა ანდონიმ ტიტოს კანდიდატურა შემოგვთავაზა, მაშინ ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ. ტიტომ იცის კლუბის იდეოლოგია, მას განსაკუთრებული შეხედულება აქვს ფეხბურთზე, რომელსაც სხვებსაც გადასცემს. ის მთელი ცხოვრება კულეა, ეს მას სისხლში აქვს”.

”ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ ისაა გუნდის ახალი მწვრთნელი. მას მადლობას ვუხდით ამ თამამი ნაბიჯისთვის და მსურს ვუთხრა, რომ ყოველთვის მის მხარეზე ვიქნებით. ამას გარდა ფეხბურთელებმა უკვე გამოუცხადეს მას მხარდაჭერა”.

”ტიტო ძალიან აღელვებული იყო ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მას გუნდთან მუშაობის დაწყების დიდი სურვილი აქვს. ასე რომ წინ, ტიტო!”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში