”ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვა ისაუბრა პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ გუნდში დიდ გადახალისებებს არ მოახდენს.
”გვარდიოლა ჩემი მეგობარია, ის ჩემთვის ძმასავითაა. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად 5 წელი მუშაობა. ”ჩელსისთან” მატჩის შემდეგ მან მითხრა, რომ პაუზის აღება სურს და მაცნობა, რომ კლუბი შეთავაზებას გამიკეთებდა. თავდაპირველად გაკვირვებული ვიყავი, რადგან მანამდე ამაზე არაფერი მსმენია. მალე კლუბმა ოფიციალური შეთავაზება გამიკეთა და რამდენიმე დღე ამაზე ვფიქრობდი”.
”ჩვენი მოგებრობა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ადრე. ჩვენი ოჯახები ასევე ძალიან ახლოს არიან. ჩვენს შორის არასდროს ყოფილა დამალული სიტყვა ან ჟესტი. ვერცერთი ქორწინება ვერ იქნება მსოფლიოში ისეთი მყარი, როგორიც ჩვენი მეგობრობა იყო. ამ 4 წლის განმეორება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არცერთი თამაშის დათმობას არ ვაპირებთ, არცერთი ტიტულის”.
”მე არ ვაპირებ ცვლილებებს. ალვესი გუნდში დარჩება – არ დაუჯეროთ ჭორებს. ბოლო წლებში მისი ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამავეს თქმა შემიძლია კეიტაზე – თუკი ის მოისურვებს, მაშინ დარჩება. მე არაფერი მსმენია ტრანსფერებისთვის გამოყოფილ 35 მილიონ ევროზე. არავის კონკრეტული ციფრები ჩემთვის არ უთქვამს. ჩვენ ვეძებთ ცენტრალურ და მარცხენა მცველს” – დაასრულა ტიტო ვილანოვამ.


