კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე იცავს საკუთარი ქვეყნის, ესპანეთის ღირსებას, დღევანდელ მატჩში ახალი რეკორდი დაამყარა.
ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებისას (1:1), ნახევარდაცვის ბურჯმა და ნამდვილმა მაესტრომ 100–ზე მეტი გადაცემის გაკეთება მოახერხა. ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის საფეხბურთო ფორმით ერთ თამაშში 100–ზე მეტი პასი აქამდე მხოლოდ ხოსეპ გვარდიოლას ჰქონდა გაკეთებული. ასე და ამგვარად, ჩავიმ კიდევ ერთი ახალი რეკორდი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
აქვე იხილეთ მატჩის მიმოხილვა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=HQn5uRZ5YkY]
