ესპანეთის ნაკრების და ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ის სრულად კონცენტრირებულია იტალიასთან გასამართ შეხვედრაზე.
”ევრო 2008-ზე გამარჯვებამ გუნდს სტაბილურობა მისცა, რამაც ხელი შეგვიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაში. ევრო 2012-ის ფინალში გასვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ახლა ამაზე არც ვფიქრობთ. ჩვენი ფიქრები იტალიასთან გასამართ მატჩს უკავშირდება”.
”ჩემპიონატისთვის მზად ვარ. გასულ ტურნირებზე პირველ მატჩებში პრობლემები მქონდა, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” – ინიესტას სიტყვებს ”Football Italia” ციტირებს.
