ლეო მესი სიხარულს არ მალავდა ბრაზილიის ნაკრების კარში შესრულებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ, სადაც არგენტინამ 4:3 დაამარცხა ისტორიული მეტოქე.
”სეზონის დასრულება ნაკრებში კარგი თამაშით მსურდა. შვებულებაში ბედნიერი და მშვიდი მივდივარ”. ლეომ მადლობა მოუხადა თანაგუნდელებს: ”ისინი მაბედნიერებენ. ისინი ჩემზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ყველამ იცის, რომ ერთ დროს ცუდ შედეგს ვაჩვენებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ვიმარჯვებთ და სამუშაოს კარგად ვასრულებთ”.
მესიმ ასევე ნაკრების შემტევ სამეულზე ისაუბრა, რომელსაც საბელია ათამაშებს: ”იგუაინი არის თავდამსხმელი, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს, ასეთივეა აგუეროც. მნიშვნელოვანია, როცა 3 თავდამსმხელით თამაშობ, რადგან ჩვენ მომენტებს ვუქმნით ერთმანეთს და საკუთარ თავს”.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დასასრულს განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ ნეიმარმა მას მაისური გაუცვალა.
